05 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
აუცილებელია დიალოგი, ამისთვის ჩვენ მზად ვართ - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის  ოპოზიციასთან დიალოგი მნიშვნელოვანია და სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებაც:

"აუცილებელია დიალოგი, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ამიტომაც არ დავხურეთ კარი დიალოგისთვის. ამიტომ არის ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული ვერსია და არა ისეთი ვერსია, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მიუღებელი. ჩვენი ვერსია ეფუძნება, სწორედ, არა ვიწროპარტიულ ინტერესებს, არამედ  ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან განვითარებას," - განაცხადა ანრიო ოხანაშვილმა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის მოლოდინშია. შეხვედრის თარიღი ჯერ ჩანიშნული არაა, თუმცა ის თებერვლის თვეში უნდა გაიმართოს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თებერვლის ბოლოს შეთანხმების ფანჯარა იხურება. შემდეგ თვეებში უკვე საარჩევნო პროცესი იწყება და კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა მიზანშეწონილი აღარაა. 

დღის ამბები