05 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური ბრალდებები მიუღებელია

მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური ბრალდებები მიუღებელია.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშის აღება კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

"სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა თუ სადმე არის დარღვეული, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია. სისხლის საქმის საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია ვინმემ, ამას ამბობენ? სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა ვინმეს მოქმედება?

პარლამენტის წევრი არ არის ის პირი, რომელმაც კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით შეიძლება თქვენ გიპასუხოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საგამოძიებო საპროცესო მოქმედება ჩატარდებოდა კანონის სრული დაცვით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშები ძალის გამოყენებით აიღეს.

პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, არსებობდა ნებართვა, რომ თუ ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა.

დღის ამბები