03 მაისი 2024,   04:18
ვრცლად
"არ განმიმარტეს უფლებები, არ დამაკავშირეს ადვოკატს" - რურუა საკანში გადაღებული კადრების გასაჯაროების შემდეგ კომენტარს აკეთებს 

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა. პატიმრობაში მყოფმა რურუამ განცხადება მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესა და არსებულ მტკიცებულებებზე გააკეთა. 

ბრალდებული გიორგი რურუა თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს. მისივე თქმით, დაკავების დღიდან, მის წინააღმდეგ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაყალბებულია და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

გიორგი რურუა საკანში გადაღებული ვიდეომასალის მედიაში გასაჯაროების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

"არ განმიმარტეს უფლებები, არ დამაკავშირეს ადვოკატს, არ დამაკავშირეს ოჯახის წევრებს და ნათესავებს და საერთოდ გაურკვევლად ვყავდი 7 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში," - განაცხადა დღეს გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშები ძალის გამოყენებით აიღეს.

პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, არსებობდა ნებართვა, რომ თუ ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები