03 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება საერთაშორისო ასპარეზზე "ქართული ოცნების" იმიჯს დააზარალებს - ოპოზიცია

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიცია პოლიტიკური შევიწროვებასა და დევნაზე საუბრობს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სხვა გზა აღარ აქვს და პირდაპირ რეპრესიებზე გადადის, თუმცა მათივე თქმით, ეს ოპოზიციაზე მეტად ქვეყანას და საერთაშორისო დონეზე მის იმიჯს აზარალებს.

"ივანიშვილმა დააანონსა კიდეც პოლიტიკური დაპატიმრებები, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ბევრ წევს მოუწევდა ციხეში ყოფნა. მისი ანონსი კი მარიონეტმა უზენაესმა სასამართლოს მოსამართლეებმა შეასრულეს. ცინიკურია ის, რომ უდიპლომო თადუმაძე ასრულებს ასე ურცხვად ივანიშვილის დავალებას, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და მორიგ პატიმარს აგზავნის ციხეში," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით იშორებს. 

"ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ისტერიის გამოხატულებაა, მას ეშინია ერთობის, ძალაუფლების დაკარგვისა და არჩევნების წაგების. ამიტომ, ჩვენი გეგმები რჩება ძალიან ხისტი, აქტიური და მშვიდი. ბიძინა ივანიშვილი ყველა კონფიგურაციაში დამარცხებულია, ხოლო მისი საერთაშორისო იმიჯი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ძალიან მალე დაიწყება სანქციებზე საუბარი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯს სერიოზულად დააზარალებს. 

"ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს პროცესები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მით უმეტეს, რომ უგულავას შემთხვევაში ბევრი რამ ემთხვევა ცუდად ერთმანეთს. მაგალითად ის, რომ ყოფილმა პროკურორმა გამოიტანა გადაწყვეტილება, ასევე ის, რომ ზეპირი განხილვის გარეშე მოხდა ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და ის, რომ მან იმავე საქმეზე უკვე მოიხადა სასჯელი," - განაცხადა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

 

დღის ამბები