07 მაისი 2024,   04:36
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ ვინმე დაზიანდა, შეიძლება იყოს მმართველი გუნდი - კახა კალაძე გიგი უგულავას დაკავებაზე

სტრასბურგში მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობა და გიგი უგულავას დაკავებაა განხილვის მთავარი თემა, სადაც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომები დაიწყება.

ქართული დელეგაცია "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ ევროპარლამენტარებს.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ შესთავაზეს ოპოზიციას გარკვეული მოდელი, თუმცა მისი თქმით, სწორედ ოპოზიცია გაურბის დიალოგს.

ასევე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გიგი უგულავას საკითხი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და არის სამართლებრივი საკითხი. არგუმენტად მას მოჰყავს ის, რომ თუ ვინმემ იზარალა გიგი უგულავას დაკავებით, ეს კვლავ "ქართული ოცნებაა".

"დღეს პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ხომ თუ ვინმე დაზიანდა ამ გადაწყვეტილებით, რა გადაწყვეტილებაც მიიღო უზენაესმა სასამართლომ, შეიძლება იყოს მმართველი გუნდი. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, დაკავებული არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ ჩვენ ვსაუბრობთ და მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი.

ბევრი კითხვა იყო დასმული და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ახსნა- განმარტებები იქნა გაკეთებული. მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა პოლიტიკურად ქვეყანაში.

არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები