07 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
მოლაპარაკებებიდან ივანიშვილის მასხარების გუნდი გავიდა, ივანიშვილის დავალებით - ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე უარს ამბობს

ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან არ დაბრუნდება. პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან და უმრავლესობას შეთავაზებაზე უარს ეუბნებიან. ლიდერები ამბობენ, რომ გიგი უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ჩიხში თავად შეიყვანა და ახლა საუბარს აზრი არ აქვს. მათი განცხადებით, მართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული დღევანდელი განცხადება სიცრუეა, მათი მიზანი პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, სიტუაციის ნორმალიზებისთვის ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან სწორედ მმართველი გუნდი გავიდა მოლაპარაკებებიდან თავისი ქმედებებით:

"მოლაპარაკებებიდან და ნორმალურობიდან გავიდა ივანიშვილის მასხარების გუნდი, ივანიშვილის დავალებით. ეს ყველა კლოუნები პიარ მცდელობას აკეთებენ, თითქოს ჩვენ გვინდა დიალოგიო. კარგად იციან ნორმალიზაციას რა სჭირდება. დაღვრილი სისხლის, გავრილოვის ღამის შემდეგ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულონ, გონივრული კომპრომისით მაინც, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, სჭირდება რომ პოლიტპატიმრები გაუშვან და დაასრულონ პოლიტიკური დევნა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

დღის ამბები