04 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
დაპატიმრებები, შანტაჟი, ბიზნესის თუ მედიის შეზღუდვა ავტომატურად აძლიერებს რუსულ გავლენებს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად ასახელებს იმ საფრთხეს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის დასავლურ, დემოკრატიულ კურსს ემუქრება.

მისი თქმით, 2019 წლის ზაფხულში დაწყებული მოვლენები და მისი თანმდევი პროცესები ავტომატურად აძლიერებს ქვეყანაში რუსულ გავლენას.

"როდესაც ჩვენ 2019 წლის ზაფხულიდან, ფაქტობრივად, ახალი ტიპის პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ქუჩაში არბევენ ადამიანებს, მათ ზიანს აყენებენ და შემდეგ ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ და არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. არამედ პირიქით - იმ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა, ნიშნავენ პრემიერ-მინისტრად. შემდეგ, იტყუებიან ყველაზე დიდ დაპირების თაობაზე, რომელიც გაიცა ჩვენ მიმართ და პარტნიორების მიმართაც და ამის მერე გვესმის ძალიან დიდი კრიტიკა, რომლის მაგვარიც არ გვახსოვს ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ამ ფონზე, როდესაც ეს ვექტორი გრძელდება, - დაპატიმრებები, შანტაჟი, ყველა პოლიტიკოსზე საქმის აღძვრა, შეზღუდვა ბიზნესის თუ მედიის და, რაც მთავარია, დასავლეთისთვის იმის თქმა, რომ თქვენ არაფერი არ გესმით, დასავლური ვექტორის საქართველოდან გაწევა, ბუნებრივად, ავტომატურად, ზიარჭურჭელის მსგავსად, საქართველოსნაირ ქვეყანაში რუსულ გავლენას აძლიერებს,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები