18 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს შეუერთდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს შეუერთდეს. 

გიორგი მარგველაშვილი, ამ ეტაპზე, პარტიას არ ქმნის, მაგრამ კონსულტაციები აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ანუ, იმ პირებთან, რომლებიც მის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ და რომელთა დიდი ნაწილიც ახლა, საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოშია" გაწევრიანებული

"პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივს ვხედავ იმ მრგვალ მაგიდაში, იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში და არაფერი, რასაც მე გავაკეთებ, არ იქნება იმ გზის შემასუსტებელი ან იმ გზიდან, ასე ვთქვათ, ამოგლეჯილი. დღეს ის არის პოლიტიკური პროცესის ცენტრი, ის უნდა შენარჩუნდეს და იმის გაძლიერებაა ჩემი მიზანი. თუ ვის ვესაუბრები, როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში გეტყვით. არ მინდა, რომ მანამ ვთქვა, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ჩემს მეგობრებთან.

ძალიან ახალია ეს ყველაფერი და სანამ ნაბიჯი გადაიდგმება ხოლმე, საჭირო არ არის რაღაცით შეიზღუდო შენი თავი და რაიმე განცხადება გააკეთო - ასე მოვიქცევი ან ასე მოვიქცევი. სიცხადის წერტილები თუ გვინდა, სიცხადის წერტილები არის ის, რომ ქართული, დემოკრატიული განვითარება მე მიმაჩნია, რო გადასარჩენია. ეს ერთი და მეორე - ამ ეტაპზე, საქართველოს პოლიტიკურ პროცესში არსებობს პრიორიტეტული, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა და ეს მიმართულებაა გასაძლიერებელი. ასე ვთქვათ, ჩემთვის უცხო პერსონაჟები არიან იმ მაგიდასთან, რომელთანაც პოლიტიკური ალიანსი არასდროს არ მქონია, მაგრამ ახლა ზეპოლიტიკური მიზანია მისაღწევი, საქართველოს არ შეიძლება გავხადოთ პროვინციული დიქტატურა,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები