26 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს - კარასინი

რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს - ria.ru-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ გაემგზავრება 14-15 მაისს დაგეგმილ სხდომაზე დასასწრებად თბილისში.

კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მარტში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა - ის ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელებენ, თუმცა ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ იქნება.

"აბაშიძესთან შეხვედრა მარტში იგეგმება. ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, როგორ შეიძლება განვავითაროთ ასეთ რთულ პირობებში, როდესაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები," - განაცხადა კარასინმა.

დღის ამბები