06 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს სარჩევნო სისტემის რეფორმა განახორციელოს - მარკეტა გრეგოროვა

"მოვუწოდებთ საქართველოს სარჩევნო სისტემის რეფორმის განხორციელებას შესაბისი გზით. როგორც ჩანს, ამ საკითხს ხმას არ მისცემენ და ამ ფაქტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ," - ამის შესახებ "კურიერს" ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა.

"ვეცდები, ჩამოვაყალიბო საკუთარი საბოლოო განცხადება, რასაც ექნება ღია წერილის სახე. ვიცი, რომ მსგავსი ტიპის წერილებით მთვარობას ამერიკელმა კონგრესმენებაც მიმართეს.

ეს, რა თქმა უნდა, იქნება კომპრომისი საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს წერილი დეპუტატების ღია გზავნილი იქნება. ვიმედოვნებ, რომ წერილში პარლამენტის ყველა პარტიის პოზიცია იქნება. შესაძლოა, წერილი მომავალ კვირას გამოქვეყნდეს. წერილის ადრესატი ან პრემიერ-მინისტრი, ან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იქნება.

რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებაზე საქმის შემსწავლელი მისიის ჩამოსვლას, ეს კარგი იდეაა, თუმცა დეტალებს არ ვფლობ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ვაფასებ. ერთი საკითხია უნდა იჯდეს თუ არა ციხეში უგულავა და მეორე კი, სწორედ ამ პერიოდში რატომ მოხდა საქმის განახლება,"- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. 

დღის ამბები