29 მარტი 2020,   11:52
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლება ანექსირებულ ყირიმს სასმელ წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწოდებს

უკრაინის ხელისუფლება ანექსირებულ ყირიმს სასმელ წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის რადამ მიიღო.

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში აცხადებენ, რომ ნახევარკუნძულზე წყლის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.

ჩრდილოეთ ყირიმის არხით, უკრაინა ყირიმს წყლის 85% აწვდიდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ ნახევარკუნძულზე წყლის მიწოდება შეწყვიტა, მას შემდეგ ქალაქ სიმფეროპოლში სასმელი წყლის უკმარისობაა.

დღის ამბები