06 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე ცხედარი აღმოაჩინეს.

"სამწუხაროდ, დაეშვნენ იქ, სადაც არის მარკირების ნიშნები, რომ არის აკრძალული ზონა და არ შეიძლება სრიალი. სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა,“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვაკო დუნდუამ.

ცხედარი იდენტიფიცირებულია, მას უტარდება შესაბამისი პროცედურები.

ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 იანვარს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.

გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

 

დღის ამბები