06 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
"ეს კანონი უკრძალავს სხვა ყველა დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებას, მიიღონ სახელმწიფო ქონება" - TDI საკანონმდებლო ცვლილებებზე

"სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს, მესამე სექტორში ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლება საპატრიარქოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ვარაუდის ისიც უმძაფრებს, რომ მოახლოებულია წინასაარჩევნო პერიოდი, საპატრიარქო კი დღეს საზოგადოებაში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია.

"ეს კანონი უკრძალავს სხვა ყველა დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებას მიიღონ სახელმწიფო ქონება და ამ მიღებაში იგულისხმება ისიც, რომ საკუთარი ისტორიული ქონება, ნაგებობები, ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, რომლებსაც ისინი დღეს ფლობენ, არაფერი მათ საკუთრებაში არ არის,“ - აცხადებს იურისტი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი, მარიამ ღავთაძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ტყის რესურსი საჯაროა და მისი რომელმე კერძო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მოქცევა არ შეიძლება. 

"ტყის რესურსი, ეს არის საჯარო ინტერესი და არ შეიძლება მისი კერძო ორგანიზაციებისთვის გადაცემა. თუმცა, აბსოლუტურად გვესმის, რომ ისტორიულად რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლების სტრატეგიაა ეკლესიისთვის დიდი რაოდენობის კაპიტალის და უძრავი ქონების გადაცემა და ალბათ ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ინტერესებს ემსახურება, მით უმეტეს, წინასაარჩევნო კონტექსტში, როდესაც ხელისუფლებას საპატრიარქოს და მხარდაჭერის და ლოალობის მოპოვება სურს,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ. 

დღის ამბები