27 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
მარგველაშვილი არ აპირებს პირდაპირ პარტიულ ცხოვრებაში ნაბიჯის გადადგმას - ფიქრია ჩიხრაძე

გიორგი მარგველაშვლის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, დადებითად აფასებს.

"მქონდა რამდენჯერმე საუბარი მასთან. მარგველაშვილი არ აპირებს, პირდაპირ პარტიულ ცხოვრებაში ნაბიჯის გადადგმას, თუმცა დიალოგი მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და სრულიად ოპოზიციასთან გვაქვს დიალოგი, რაც საარჩევნო კანონმდელობლობას ეხება,"- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პოსტი "ტვიტერზე" დაწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები