27 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
"შოთაძე რეალურად ჯიბის პროკურორია" - პარლამენტთან დაანონსებულ აქციას აქტივისტები უერთდებიან

პარლამენტთან დაანონსებულ პიკეტირების აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის დანიშვნით მმართველმა გუნდმა კვლავ არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი, ეს კი უარყოფითად აისახება პროკურატურის მუშაობაზე. 

"ირაკლი შოთაძის დანიშვნით "ქართულმა ოცნებამ" და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაულაწუნა სილა საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანი რეალურად ჯიბის პროკურორია. მოძრაობა "სირცხვილია" მხარდაჭერას უცხადებს ყველანაირ აქტივობას, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თავი იგრძნოს შევიწროვებულად," - განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

აქტივისტები ხელისუფლებას დაპირებული პირობის შესრულებას სთხოვენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.

"მოძრაობა "შეცვალე" უერთდება აქციას, პიკეტირებას, სირცხვილის კორიდორებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი იგრძნონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს არც შოთაძეს, არც ივანიშვილს. ქართველ ხალხს არ სურს გამყალბებელი გენერალური პროკურორი," - აღნიშნა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

დღის ამბები