27 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის

თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს ბოიკოტის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და საკრებულოს განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

მათი თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება არ ხდება, რაც ერთპიროვნულ მმართველობას ადასტურებს.

"არცერთი ნორმალური და ადეკვატური განცხადება არ გაკეთებულა ამ ადამიანების მხრიდან მას შემდეგ, რაც დააკავეს უგულავა, მას შემდეგ, რაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში, შესაბამისად ჩვენი ფრაქცია სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს კომისიის და საკრებულოს სხდომებს," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებს ხელფასების გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელებენ.

"2020 წლის ბიუჯეტი თბილისის მასშტაბით არის უპრეცედენტოდ მაღალი, ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ სათანადოდ დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამ მიმართულებებში რასაკვირველია იგულისხმება სახელოვნებო, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროები," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.

დღის ამბები