26 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ზუგდიდის მერიას სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისი მერიას მოუწოდებს, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე რეაგირება მოახდინოს.

როგორც ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, აღნიშნული დარღვევების შესახებ მათ კვლევა არაერთხელ გამოაქვეყნეს, ხოლო საკრებულოსა და მერიას რეკომენდაციებით მიმართეს.

თოდუას თქმით, მათ შორის, საუბარია ააიპებში თანამშრომელთა და მათი ხელფასების ზრდაზე, შპს "აგროსერვისის" საქმიანობასა და ინტერესთა კონფლიქტზე.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დარღვევების ნაწილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ნაწილი კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადაჭრას.

დღის ამბები