07 ივნისი 2020,   06:12
ვრცლად
კელი დეგნანმა დღეს ოპოზიციის ლიდერებს უმასპინძლა

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა.

ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

"საქმიანი საუბარი ჯერ ელჩთან არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვინც ვიყავით. მას, ასეთ რთულ ვითარებაში, როცა მას უწევს ელჩობა, რთულ საარჩევნო წელს და რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ბუნებრივია, აინტერესებდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსაზრებები, არსებული ვითარების შეფასება, სამომავლო გეგმები და ვფიქრობ, რომ საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო,“ - განაცხადა ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.  

დღის ამბები