26 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
თბილისში ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. შეხვედრას 7 ქვეყნის სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

დელეგატებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა. ყურადღება გამახვილდა ახალი ინსტიტუციური მექანიზმის − ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნებაზე, რომელიც ერთი თვის წინ შეიქმნა.

კონფერენციის მიზნად ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში პარტნიორ და ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება სახელდება. 

 

დღის ამბები