27 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
ოპოზიცია ახალ აქციებს აანონსებს - რა გეგმები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს

ოპოზიცია ახალ აქციებს აანონსებს, მასშტაბური პროტესტი კი 4 აპრილიდან დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და მასშტაბურ პროტესტამდე არაერთი აქციისა, პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ. მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. მომავალი სამოქმედო გეგმა და ნაბიჯები დეტალურად სწორედ 4 აპრილს გახდება ცნობილი. ძალაში რჩება საპარლამენტო ბოიკოტიც.

"ვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას ბოიკოტთან დაკავშირებით თუმცა ცალკეულ შემთხვევებში თუ საკომიტეტო მოსმენებზე იქნება რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოტანილი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ მათ მშვიდი მუშაობის და კომფორტში ყოფნის საშუალებას. გაგრძელდება საპროტესტო გამოსვლები და ეს გადაინაცვლებს არა მარტო თბილისში ასევე რეგიონში, იქნება მრავალფეროვანი და ბუნებრივია დაიწყება სერიოზული მზადება 4 აპრილის დიდი აქციისთვის, რომელიც იქნება ხელისუფლებისათვის გამაფრთხილებელი," - აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, გრძელდება ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა საპროტესტო აქციებზე და სამართლიან საარჩევნო სისტემაზე:

"ჩვენი შემდგომი ნაბიჯები კვლავ უკავშირდება ერთობლივ პროტესტს, აქციებს და ერთობლივ მუშაობას  ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემის მისაღებად. იცით, რომ ვემზადებით 4 აპრილის დიდი აქციისთვის, სადაც გაცხადდება კიდეც გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების შეთანხმების მთავარი პუნქტები და უკვე შემდგომი სამოქმედო გეგმა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები