27 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დიალოგის ილუზიის შესაქმნელად დაიწყო, არანაირი რეალური შედეგი არ იქნება და ეს პროცესები ვერც ოპოზიციურ ერთობას შეუქმნის საფრთხეს.

"ვინ რა მოლაპარაკებებში შევა ხელისუფლებასთან და ვინ რას გააკეთებს, ეს ამ პარტიების კონკრეტული გადაწყვეტილებებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ ამ პროცესში, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს. ალბათ სხვა პარტიებთანაც ექნებათ კომუნიკაცია და შეეცდებიან, რაღაცა დოზით შექმნან სურათი ამ მოლაპარაკებების, მაგრამ ეს მხოლოდ სურათის შესაქმნელად იქმნება, რეალურად მე არა მგონია, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს ერთად ვსხედვართ, რაიმე კონკრეტულ მოლაპარაკებებში შევიდნენ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ოცნებამ პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო, ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობა უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. "გირჩი" და "თავისუფალი საქართველო" ადასტურებენ, რომ არჩილ არჩილ თალაკვაძეს მისივე ინიციატივით შეხვდნენ და გაიარეს თემები, რომლებიც მათი განცხადებით, უკავშირდება პოლიტიკური ვითარების განმუხტვას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები