07 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
ჰაკერებმა სასტუმრო MGM-ის 10 მილიონზე მეტი სტუმრის პერსონალური ინფორმაცია მოიპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაკერებმა სასტუმრო MGM-ის 10 მილიონზე მეტი სტუმრის პერსონალური ინფორმაცია მოიპოვეს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სასტუმროების ქსელზე კიბერშეტევა გასულ ზაფხულში განხორციელდა. მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია კი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გასაჯაროვდა.

მონაცემები სახელებსა და გვარებს, მისამართებსა და პასპორტის ნომრებს მოიცავს. სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჰაკერებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებსა და პაროლებზე წვდომა არ ჰქონიათ.

MGM-ის სასტუმროები ლას-ვეგასში, ნიუ-ჯერსიში და დეტროიტში აქვს განთავსებული.

დღის ამბები