26 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
მშვენიერ ფორმაშია და მზადაა იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ - კირკიტაძე

თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი სახლში იმყოფება. რამდენიმე საათია აბაშიძის ქუჩაზე მერაბიშვილთან მეგობრები და თანაგუნდელები იმყოფებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით კირკიტაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.

"ადამიანს თითქმის 7 წელია მეგობრები და ოჯახის წევრები არ უნახავს. პოლიტიკაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. მონატრებული ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები მოდიან. მე ვარ ღრმად დარწმუნებული და მისმა დღევანდელმა განცხადებებმაც ალბათ ყველანი დაგარწმუნათ, რომ არის მშვენიერ ფორმაში და მზად არის იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ," - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, ვანო მერაბიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე თავად ისაუბრებს.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

 

დღის ამბები