27 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
ხშირად ვნახულობდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამომწურავი ინფორმაცია აქვს - გოგორიშვილი მერაბიშვილზე

"ყველას შეხვდება, დაელაპარაკება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ევროპული საქართველო" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლთან განაცხადა.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი ძალიან მხნედ გამოიყურება და მზადაა პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდეს.

"ვანო არის ძალიან მხნედ, არის ძალიან აქტიური და როგორც მან უკვე გააკეთა განცხადება, არ აპირებს პოლიტიკის გარეთ ყოფნას. იქნება საქართველოში. მის კონკრეტულ გეგმებს თვითონ გააჟღერებს, მაშ შემდეგ რაც მიიღებს გადაწყვეტილებას.

მე პირადად ძალიან ხშირად ვნახულობდი, რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია. ყველა ადამიანი ამას ვერ ახერხებდა, როგორც ერთი ასევე მეორე გუნდიდან. ის ყველას შეხვდება, დაელაპარაკება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

თუ რომელ პარტიაში გააგრძელებს ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი საქმიანობას ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა.

დღის ამბები