27 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
გამოვიდა და კიდევ თავხედური განცხადებები გააკეთა... ეს უკვე მორიგი დანაშაულია - ვალერი გელაშვილი მერაბიშვილზე

"მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს,“ - ამის შესახებ განცხადება ვალერი გელაშვილმა ვანო მერაბიშვილზე საუბრისას გააკეთა. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იმ განცხადებების გამოც გააკრიტიკა, რომელიც მან მედიასთან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.

"გამოვიდა და კიდევ თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს და ეს უკვე მორიგი დანაშაულია, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს. ყველამ მოისმინა და ამიტომ, პროკურატურამ მიხედოს,  ასეთი თავხედური განცხადებები არ უნდა გააკეთოს. იგი დამნაშავეა და ამიტომ, მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს. მან საკმაოდ ააწიოკა თავისი ხელისუფლების პირობების ბიზნესი,“ - განაცხადა ვალერი გელაშვილმა. 

დღის ამბები