27 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
ქვეყანაში კორუფცია მოხშირებულია, ამიტომ აუცილებელია ეს პროცესი დაექვემდებაროს რეალურ გამოძიებას - ბექა ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვენ, აღნიშნავენ, რომ კორუფციის თვალსაზრისით, ტენდენციამ მოიმატა. 

"როგორც ზოგადი ტენდენცია გვანახებს, ქვეყანაში კორუფცია მოხშირებულია, ამიტომ აუცილებელია ეს პროცესი დაექვემდებაროს რეალურ გამოძიებას, რადგან ყოველთვის გვესმის ბრალდებები ამასთან დაკავშირებით, რომელსაც არცერთი უწყებიდან არ მოყვება არანაირი ნაბიჯი," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა. 

ის, რომ ანტიკორუფციული, საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭიროა, დიმიტრი ცქიტიშვილიც აღნიშნავს, თუმცა რამდენად მოესწრება, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

"პარლამენტს უნდა ჰქონდეს გარკვეული ინსტრუმენტები, არ ვიცი რამდენად მოსწრებადია ამ დარჩენილ ვადაში საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება სრულყოფილად იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს. იდეა ჩემთვის მისაღებია. ის, რომ რაღაც ჭორები ტრიალებს, განსაკუთრებით კი თვითმმართველობის დონეზე, რომ მუდმივად არასასიამოვნო ინფორმაცია მოდის ფაქტია და ამას კონტროლი სჭირდება," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები