06 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
კიბერშეტევა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას პრეზიდენტი ეხმაურება, როგორც პრეზიდენტის  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა:

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები