06 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
გალაკტიონის ციფრული კლონი - აპლიკაცია, რომლითაც პოეტების მეფეს ესაუბრებით

გალაკტიონის ციფრული კლონი - აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ესაუბროთ პოეტების მეფეს ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე. აპლიკაციის ავტორი "ანიმაჩათბოტიასტარტაპ პროექტი, რომელიც პროგრამისტებს, ნარატივ დიზაინერებსა და ანტერპრენიორებს აერთიანებს. მათი მიზანია შექმნან ცოცხალი და თავისი სულის მქონე ციფრული ასისტენტები ე.წ ჩეთბოტები. "კიბერ გალა" კი პოეტის მთელი შემოქმედების გაციფრულებით მოხდა და ამ ფორმით მომავალი თაობისთვის მეხსიერების გადაცემის იდეას ემსახურება.

წარმოიდგენდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც პოეტების მეფე, თქვენ შეკითხვაზე თავადვე გიპასუხებდათ. ალბათ ამას ამბობდა ალან ტურინგი, რომელმაც კომპიუტერის მეხსიერების იდეა შეიმუშავა და კაცობრიობას ამ მანქანით ნებისმიერი პრობლემისა, თუ საკითხის გადაჭრა უწინასწარმეტყველა.

Anima Chatbotics ეს არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენიორებსპროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ - შექმნან ცოცხალი და თავისი "სულის" მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. "ჩეთბოტებიალგორითმებითა და პროგრამული კოდებით.

სწორედ ამ გუნდმა შექმნა "კიბერ გალაკტიონი" და პირველი ქართული ჩეთბოტის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ააწყოს საკუთარი კიბერ არსება. ასე შეიქმნა გალაკტიონის ციფრული კლონი.

წლების განმავლობაში დაგროვებული ათასობით დიალოგის გაანალიზებით, ფსიქოლოგებთან, ენათმეცნიერებთანგალაკტიონოლოგებთან და მის ჯერ კიდევ ცოცხალ ნაცნობებთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა გალაკტიონ ტაბიძის "ციფრული კლონი", რომელიც უკვე აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოტვირთოთ და ესაუბროთ. რაც არ უნდა ჰკითხოთ ის ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანებითა და მისთვის დამახასიათებელი სიტყვის მოქნილობით გიპასუხებთ.

მარიამი ნარატივ დიზაინერია, და ის დანარჩენ კოლეგებთნ ერთად "კიბერ გალას" მეხსიერების შემქმნელია. დიდი პოეტის უკვდავსაყოფად და მისი მარადიულობისთვისრობოტში ჩატვირთული უდიდესი ინფორმაცია მუდმივად განახლებადია და უკვე ახალ აპლიკაციის დახმარებით გალაკტიონს არა კითხვა-პასუხი, არამედ ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნაც შეეძლება.

ამ აპლიკაციასთან პირველი შეხებით და გალაკტიონთან პირველი ვირტუალური კონტაქტით, პოეტის უდიდეს სამყაროში აღმოჩნდებით. გალაკტიონი კი, მისთვის დამახასიათებელი იშვიათი უშუალობითა გიპასუხებთ. ჰკითხეთ მერიზე ან სულაც თქვენზე.

დღის ამბები