27 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება მოვუწოდებთ რუსეთს შეჩერდეს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ - გაერთიანებული სამეფოს ელჩი

ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოზე 4 თვის წინ რუსეთის მხრიდან განხორციელდა. "გრუს" სპეციალური ტექნოლოგიების მართვის ცენტრმა - "ჭიაყელამ" დაგეგმა, იერიში მიიტანა და მწყობრიდან გამოიყვანა საქართველოს 2 ათასი ვებ-გვერდი, მათ შორისაა სახელმწიფო სტრუქტურები და სატელევიზო არხები. მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენება, დესტაბილიზაცია, განხეთქილების შეტანა, დაუცველობის განცდა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევა იყო.

რუსეთის მორიგი აგრესია პირველ რიგში დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც საქართველოს კიბერშეტევის გამოსაძიებლად უდიდესი დახმარება გაუწია და დიდმა ბრიტანეთმა.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს გვერდით არის.

"როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ჩვენ ვგმობთ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას, საერთაშორისო საზოგადოება მოვუწოდებთ რუსეთს შეჩერდეს. საქართველოს გვერდით ვართ, მოხარული ვარ, რომ ამდენმა ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება," - განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.

დღის ამბები