26 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
კიბერშეტევა საქართველოზე ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის დასაწყისია - რას ვარაუდობენ ევროპის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები

რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისია -  გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახური ამ განცხადებასთან ერთად კიბერთავდასხმის გამოძიებაზე დეტალებს აქვეყნებს.

მომხდარში ბრიტანელებმა ღიად დაადანაშაულეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელსაც "ჭიაყელას" სახელით მოიხსენიებენ. როგორც ირკვევა, საქართველოში განხორციელებული კიბერდანაშაულის უკან იგივე ჯგუფი დგას, ვინც 2015-დან 2017 წლის ჩათვლით, უკრაინაში შეტევების სერია განახორციელა.

მათგან ერთ-ერთი მასშტაბური იყო დარტყმა უკრაინულ ელექტროსისტემაზე, რის გამოც 6 საათით უშუქოდ 230 000-მდე ადამიანი დარჩა.

მაშინ კიბერთავდასხმის ადრესატი გახდა კიევის მეტროპოლიტენი, ოდესის აეროპორტი. ამ შემთხვევიდან 2 წლიანი პაუზის შემდეგ, გრუ-ს ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი საქართველო აღმოჩნდა.

პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ღიად აცხადებსს, რომ მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა. მინისტრების თქმით, გამოწვევასთან საბრძოლველად მომავალში კოორდინირებული მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

ოპოზიციას უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა.

საქართველოზე რუსეთის გაძლიერებულ ზემოქმედებას ცალკე თავი ეთმობა ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

საქართველო დოკუმენტში რამდენჯერმე არის ნახსენები. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ რუსეთი 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად ჩაერევა და კიბერიერიშებს გააგრძელებს.

დღის ამბები