27 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა - შემთხვევა ყოფილი მინისტრის აგარაკზე მოხდა

მკვლელობა უკრაინაში - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში, ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

გამოძიებამ საქმე სუიციდის მუხლით აღძრა, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

სტარიცკი მეუღლესთან ერთად ყოფილი მინისტრის აგარაკზე წვეულებაზე იმყოფებოდა.

უკრაინის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა მოხდა ექს-ჩინოვნიკს ეკუთვნოდა. კოჟარი უკრაინის საგარეო უწყებას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილი სერგეი სტარიცკი კი მსხვილი სარეკლამო ჰოლდინგის "ატლანტიკ გრუპს" დამფუძნებელი და ტელეკომპანია "ინტერის" ყოფილი ხელმძღვანელი იყო.

დღის ამბები