27 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
ცარიელი თვითმფრინავი ირანის მოქალაქეების სამშობლოში გადასაყვანად თბილისის საერთშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა

ზუსტი დრო თუ როდის შესრულდება მორიგი სპეცრეისი საქართველოდან ირანის მიმართულებით, ამ ეტაპაზე უცნობია. პირველი ცარიელი თვითმფრინავი საგანგებოდ ირანის მოქალაქეების სამშობლოში გადასაყვანად თბილისის საერთშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა და მალევე უკან გაფრინდა.

"ავიაკომპანიამ შეასრულა თეირანი-თბილისი ცარიელმა და ჩამოვიდა ტურისტების უკან  წასაყვანად. ერთადერთი ავიაკომპანია იყო, რომელიც დაფრინავდა თეირანში. ტურისტების რაღაც რაოდენობა ჩამოყვანილია. სავარაუდოდ, ავიაკომპანია კიდევ რამდენიმე რეისსს დანიშნავს ტურისტების უკან გასაყვანად," - განაცხადა ავიაკომპანია "ქეშმის" წარმომადგენელმა ლევან მაწიაშვილმა.

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების საჰაერო გადაადგილების შეზღუდვა ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე ძალაში იქნება.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს. ოფიციიალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან.

დღის ამბები