27 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
19 წლის ბიჭმა დანაშაულის შესახებ პოლიციას, სავარაუდოდ, თავად შეატყობინა

19 წლის ბიჭი, რომელმაც დედა და ბებია მოკლა, უკვე დაკავებულია. ამასთან, ამოღებულია მკვლელობის იარაღი - ნაჯახი. 

ექსპერტ კრიმინალისტება საგამოძიებო პროცესი უკვე დაასრულეს. დალუქულია ის საცხოვრებელი სახლი, სადაც დანაშაული მოხდა.

როგორც მეზობლები ყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის შემდეგ ტერიტორია დატოვა, გარეთ გამოვარდა და დანაშაულს აღიარებდა. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, პოლიციაში თავად მან დარეკა. დანაშაულის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

"რა მოხდა არ ვიცი, ყვირილზე გამოვიხედე, დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა. დედა და ბებია მოვკალიო ყვიროდა, ამ დროს უკვე მოდიოდა პოლიციაც. მიზეზი არ ვიცი, ჭკვიანი ბავშვია, რამდენიმე წელია ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობენ და ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია," - აცხადებს მეზობელი. 

დღის ამბები