26 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა - ბრალდების მხარე მიხეილ კალანდიასთვის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.

ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. მაშინ  აღნიშნა, რომ სასამართლოში მიხეილ კალანდიასთვის განაჩენის გამოცხადების დღეს მივიდოდა.

პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დადასტურდება, რომ მიხეილ კალანდია  დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოში მკვლელობაში ნამდვილად  ბრალდებულია.

"ჩვენს მიერ წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულები ადასტურებდნენ წარდგენილ ბრალდებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არ აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულების არგაზიარების. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, ეს არის გარკვეული სპეკულაცია, ვინაიდან ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. შეფასების სიღრმეში არ შევალთ," - განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას განაჩენს საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. პროცესი ამ წუთებში იწყება. ბოლო 8 თვის განმავლობაში საქმეზე ბრალდების 150 მოწმე დაკითხეს, თუმცა ადვოკატ ზურაბ თოდუას მტკიცებით, ბრალდებულის ბრალეულობა ვერც ერთმა დაამტკიცა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
 
 
ავტორი: ლუკა ხაჩიძე
 
 
 

 

დღის ამბები