26 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
თუ კანონი დაირღვა, არსებობს ამისთვის სასამართლო - აჭარის ტელევიზიის დირექტორი ბრალდებებს არ ეთანხმება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე არ ეთანხმება ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართულად განადგურებასთან დაკავშირებით,  რომელსაც მას აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს უკვე ყოფილი თანამშრომელი უყენებს. კოხრეიძის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.  კოხრეიძე ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლების მხრიდან გაფიცვის ხსენებასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი

"ეს ჩვეულებრივი უაზრო ბრალდებაა, თუ ვინმეს უფლებები შეილახა და კანონი დაირღვა, არსებობს ამისთვის სასამართლო. გაფიცვას რაც შეეხება, ამ სიტყვასთან ცოტა ფაქიზად იყვნენ, ყველას აქვს უფლება, გაიფიცონ, არაა პრობლემა," - განაცხადა კოხრეიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები