27 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ღირსებადაკარგულები უწოდა

ქართველი ჟურნალისტების მცდელობას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის შეკითხვა დაესვათ, ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურება. ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი ეპითეტით იხსენიებს და მათ ღირსებადაკარგულებს უწოდებს

"ქართველი ჟურნალიტები (ეს უკვე მემია) ჟენევაში გაეროს ოფისში თავს დაესხნენ რუსულ დელეგაციას. შეუძლებელი იყო გავლა. 

ყვიროდნენ, აწვებოდნენ, ხელს კრავდნენ, ცდილობდნენ მინისტრს მისწვდომოდნენ.  გვიწევდა გზიდან ჩამოგვეშორებინა ყველანაირ ღირსებადაკარგული ქალები, რომ წინ წავსულიყავით.

და იცით რა სჭირდებოდათ? დაუჯერებელია, ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში?!  ეს უკვე ერთგვარი გონების დაბინდვაა, როგორ უნდა იყო ასე დამოკიდებული სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა-არჩასვლაზე.  საცოდავი სანახაობა იყო.  მე და კოლეგები კი დაგვკაწრეს, მაგრამ შეფი არ დაშავებულა," - წერს მარია ზახაროვა "ფეისბუკზე".

 

დღის ამბები