26 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - პროექტის ღირებულება დაახლოებით 4.2 მილიონი ლარია

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაცია ავლაბრის მეტროდან კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდება:

"მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი, წყალი, გაზი, ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიდება მიწის ქვემოთ, შეიცვლება განათების ბოძები, მოეწყობა ტროტუარები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 4.2 მილიონი ლარია,"- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები