27 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთიდან 18 წლის პაციენტი გადაიყვანეს

მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით, გვიან ღამით ფოთიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გადმოიყვანეს. ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა. აქვს თუ არა პაციენტს კორონავირუსი, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

"შემოვიდა 18 წლის გოგონა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნების შემდგომ სამ დღეში მას აღენიშნა მაღალი ტემპერატურა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მხოლოდ ტემპერატურის მატებას უჩივის," - განაცხადა ექიმმა თეა მიგინეიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 4 ადამიანი რჩება. მათ შორის აზერბაიჯანის ორი მოქალაქე და ერთი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები