27 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს. 

როგორც გატარებულის მეუღლე ყვება ის საკუთარი ეზოდან უყურებდა როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას. მოგვიანებით კი დაინახა რომ მას ოკუპანტები თავს დაესხნენ და წაიყვანეს. ოჯახი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და არ იციან სად იშოვონ ჯარიმის თანხა, რომელსაც სავარაუდოდ ცხინვალის სასამართლო ელდარ გუნდიშვილს დააკისრებს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. გატაცების სხვა დეტალები და მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები