26 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
გიორგი გახარია TBC ბანკის წლიური ანგარიშის შეჯამებას დაესწრო - "მთავარია, გვაქვს კარგი, დაბალანსებული თანამშრომლობა"

"თიბისი" ბანკმა 2019 წელი შეაჯამა, ღონისძიებაზე ბანკის მიღწევებზე, სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. წლიურ ანგარიშს ქვეყნის პრემიერ მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემის როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მან ხაზი გაუსვა, რომ საბანკო სექტორისთვის 2019 წელი საინტერესო და შედეგიანი იყო.

"შეიძლება სადღაც გვქონდეს გადახრები და სახელმწიფო უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდებოდეს ბიზნესისგან და მათ შორის საბანკო ბიზნესისგან. უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმაში, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ საერთოდ ფინანსური სექტორი იყოს უფრო განვითარებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი, ასეთი დაბალანსებული თანამშრომლობა და ვთვლი, რომ ის ბალანსი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი იმისთვის, რომ 2020 წელი "თიბისისთვის" და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს კიდევ უფრო წარმატებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები