27 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
ავარიას ზუგდიდში სამი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის ცოლ-ქმარი.  ამ დრომდე მძიმეა საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების ინფორმაციით, მას სხვადასხვა მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

რაც შეეხება ჰოსპიტალში მოთავსებულ მეორე მამაკაცს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით სოფელ დარჩელში მოხდა. 

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები