27 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება - ჩვენება ბრალდებულის მძღოლმა და დაცვის თანამშრომელმა უნდა მისცეს

გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ. ჩვენება ბრალდებულის მძღოლმა და დაცვის თანამშრომელმა უნდა მისცეს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ისინი არ დაადასტურებენ პროკურატურის პოზიციას, თითქოს რურუას ჩხრეკა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

"დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები და გიორგი რურუას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას უკვე მისცეს ინფორმაცია და თქვეს, რომ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გიორგის შეჩერების შემდეგ, ის პირდაპირ გადაიყვანეს პოლიციის შენობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელებმა უბრალოდ გააყალბეს დოკუმენტები, როცა პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინეს," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები