27 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის ფონზე საკარანტინო ადგილები გაიზრდება - საგანგებო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.

საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ფილიალები.

"მოვისმინეთ, რა პრობლემები შეექმნათ ჩვენს უწყებებს. მობილიზებულია ბათუმის და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო. გვაქვს რესურსი ზუგდიდში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აღნიშნავს, რომ საკარანტინო ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

"დღეისათვის საჩხერეში 200-მდე ადგილია გამოყოფილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკარანტინო ადგილები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ევროპიდან მოგზაურების რაოდენობა სავარაუდოდ მოიმატებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები