26 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის, 31 პირი რჩება. საკარანტინო სივრცეში კი უკვე ის 24 პაციენტია, რომელთა კვლევის პასუხებიც უარყოფითი აღმოჩნდა

"ამ ეტაპზე გვყავს 31 პაციენტი. 20 პაციენტს ავუღეთ ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. 2 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩატარებული ტესტირებით, 24 პაციენტზე იყო ნეგატიური პასუხი მიღებული და ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. როგორღაც ვმართავთ ამ სიტუაციას. მძიმე შემთხვევების სიხშირე ნაკლებია," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები