09 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფი 44 პაციენტიდან 17-ს დღეს გაწერენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფი 44 პაციენტიდან 17-ს დღეს გაწერენ.

საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განმარტებით, აუცილებელია გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იყვნენ. მისივე თქმით, ყველა პაციენტის საბინაო პირობებს ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის დასტური მათ გაწერასთან დაკავშირებით. 

"გასაწერად ანუ ბინაზე დაკვირვებისთვის გადასაყვანად ვამზადებთ 17 მოქალაქეს. მათი მონაცემები გაიგზავნა უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ველოდებით პასუხს. როგორც კი მოგვივა, ეს მოქალაქეები მზად არიან, რათა თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ. საგანგებო სამსახური ამოწმებს მათ საბინაო პირობებს, რამდენად არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაცია. შეიძლება განაცხადოს მოქალაქემ, რომ აქვს ამის პირობები და სინამდვილეში არ აღმოჩნდეს. როგორც კი ეს დადგინდება, ამის შემდგომ მოდის სპეციალური ტრანსპორტი და გადაჰყავთ," - განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონებია მოწყობილი თბილისში, აბასთუმანში, საჩხერესა და ქუთაისში. 

დღის ამბები