29 მაისი 2020,   04:34
ვრცლად
ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა - ლევან დავითაშვილი

ქვეყანაში სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი. აღნიშნულ ჯგუფს დღეს შეხვედრა ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რეგულარული შეხვედრების მიზანია სურსათის მიწოდების უზრუნველყოფა და ამ პროცესის უწყვეტობა.

"გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს რეგულარული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს შეხვედრებს სხვადასხვა მომწოდებელთან. ეს უკავშირდება სურსათის უზრუნველყოფას ქვეყანაში იმისთვის, რომ არ შეიქმნას სურსათის დეფიციტი. ჩვენ გვაქვს რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, რომლებიც გაგრძელდება ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები