06 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა - რა ვითარებაა მსოფლიოში

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაღუპული 89 წლის პაციენტია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 98 შემთხვევაა გამოვლენილი.

COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება ირანში, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 135 ფაქტი დაფიქსირდა. 533-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი საერთო ჯამში 175 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსი გავრცელდა ამერიკის 50-ივე შტატში. დღეიდან კარანტინი გამოცხადდა ბელგიაში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამ. პანდემიის გამო 30 დღით იკეტება ევროკავშირის საზღვრები. შესაძლოა მიმოსვლა შეიზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორისაც.

დღის ამბები