03 მაისი 2024,   11:01
ვრცლად
COVID-19-ის დრამატული მაჩვენებელი იტალიაში - ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 475 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 475 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში კი COVID-19-ს ქვეყანაში 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიაში კორონავირუსის 35 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტალია ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ადგილობრივმა მთავრობამ კარანტინი 10 მარტს გამოაცხადა. მიუხედავად მოსახლეობის იზოლაციისა, იტალიაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

დღის ამბები