02 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
მადლიერების ტაში მედიკოსებს - აქციას რუსთავიც შეუერთდა

მადლიერების ტაში მედიკოსებს - მოქალაქეებმა მედიკოსებს გაწეული შრომისთვის ტაში საღამოს 21:00 საათზე დაუკრეს. ამ ჟესტით მოქალაქეებმა ექიმების და სრულიად მედპერსონალის მიმართ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მადლიერება და ეროვნული სოლიდარობა გამოხატეს. სოლიდარობის აქციას თბილისთან ერთად რეგიონებიც შეუერთდნენ.

"მადლიერების ზომა გამოვხატეთ ჩვენი ექიმების მიმართ, რომლებმაც, მე ვფიქრობ, უდიდესი ნიჭი, ცოდნა, პროფესიონალიზმი გამოავლინეს. მათ უყვართ თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი და მე მჯერა, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ თავიდან ავირიდოთ გავრცელების საფრთხეები და კერები, როგორც სხვა ქვეყნებში მოხდა," - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღის ამბები