02 მაისი 2024,   14:31
ვრცლად
"SME Policy Index - 2020"-ის რეიტინგებში საქართველო დაწინაურდა - OECD-ის ანგარიში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - "SME Policy Index - 2020" მიხედვით, რეიტინგში საქართველო დაწინაურდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან თორმეტივეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უმაღლესი ქულით შეფასდა.

OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომით და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით დიდი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა მცირე და საშუალო მეწარმეობის ოპერაციული გარემოს გაუმჯობესების, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების, სამეწარმეო სწავლების და უნარების განვითარების და ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით.

დღის ამბები